|
2018-09-14 11:57:50, 779 ნახვა
საზოგადოება
განათლების რეფორმის მეორე ეტაპის ფარგლებში, უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 50 ათასით გაიზრდება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სისტემის ხუთივე მიმართულებას რეფორმირების ხედვა წარადგინა. მინისტრის თქმით, ევროპული უმაღლესი განათლების სივრცეში ინტეგრაცია უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის მთავარი ამოცანა იქნება. შემუშავდება უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი, მოხდება განათლებისა და მეცნიერების სისტემების ინტეგრაცია, დაიგეგმება სპეციალური პროგრამები უცხოელი სტუდენტების მოსაზიდად, შეიქმნება ერთიანი ელექტრონული სასწავლო-პლატფორმა. იმისათვის, რომ რეფორმა იყოს შედეგიანი, ის ეტაპობრივად, გაწერილი გეგმის მიხედვით განხორციელდება. პირველი ეტაპი ითვალისწინებს განათლების ხარისხისა და აკრედიტაციის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, დამოუკიდებელი და საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოების შექმნას. რეფორმის ამავე ეტაპზე უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსება გადავა ახალ მოდელზე. რეფორმის მეორე ეტაპი 2020-2023 წლისთვის განხორციელდება, რა დროსაც დაინერგება საერთაშორისო უნივერსიტეტებთან ერთობლივი პროგრამები, ხოლო უცხოელი სტუდენტების რაოდენობა, მიზნობრივი პროგრამების განხორციელების შედეგად, 50 ათასი სტუდენტით გაიზრდება. რაც შეეხება მეცნიერებას, როგორც მდგრადი განვითარების მთავარ პრიორიტეტებს, მინისტრის თქმით, მოხდება სტრატეგიული სამეცნიერო პროექტების განსაზღვრა და მხარდაჭერა, ამასთან, ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში ჩართულობის სტიმულირება და ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)