10:38 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-14 11:49:00, 814 ნახვა

საზოგადოება
მინისტრი: პროფესიული განათლების რეფორმა სწრაფი დასაქმების მოქნილ მოდელზე გადასვლას გულისხმობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმა წარადგინა. 

მინისტრის მიერ წარდგენილი რეფორმა მოიცავს განათლების სისტემის ხუთივე მიმართულებას, მათ შორის, პროფესიულ განათლებას. 

მინისტრის თქმით, პროფესიული განათლების მიმართულებით სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმის მთავარი ამოცანა რეგიონულ განვითარებაზე ორიენტირებული სწრაფი დასაქმების მოქნილ მოდელზე გადასვლაა, რაც  მოკლევადიანი გადამზადების სისტემის შექმნას გულისხმობს. ამ ამოცანის შესრულება შესაძლებელი გახდება მხოლოდ  კერძო სექტორის მონაწილეობით და სამუშაო რესურსების მოთხოვნა-მიწოდების მაქსიმალური უზრუნველყოფით. 

იმისათვის, რომ რეფორმა იყოს შედეგიანი, იგი განხორციელდება ეტაპობრივად, გაწერილი გეგმის მიხედვით. მისი პირველი ეტაპი, რომელიც 2018-2019 წლებს მოიცავს, ითვალისწინებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობის გაზრდას კიდევ 13 მუნიციპალიტეტში. 
პროფესიული განათლების რეფორმა ითვალისწინებს 2019-2022 წლებში პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციის ხელფასების ზრდას. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics