|
2018-09-13 12:32:49, 1601 ნახვა
სამართალი
გორში, 14 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი
14 წლის გოგონამ, რომელიც გორში, საკუთარ სახლში ფეხსაცმლის თასმით დამხრჩვალი იპოვეს, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. "ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, არასრულწლოვანი სახლში მარტო იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც სახლში დაბრუნებულ დედას კარი არავინ გაუღო, ქალმა მეზობლის ბავშვს სთხოვა, სახლში აივნიდან შესულიყო. სახლში შესვლის შემდეგ ქალმა შვილის ცხედარი იპოვა. მან გოგონას თასმა მაკრატლით გადაუჭრა და მის მოსულიერებას ცდილობდა. ამის შემდეგ მან რამდენიმე საათში სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ადგილზე მისულმა მედიკოსებმა გოგონას გარდაცვალება საეჭვოდ მიიჩნიეს და ინფორმაცია სამართალდამცველებს მიაწოდეს. პოლიციამ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გაგრძელდეს. როგორც ოჯახთან დაახლოებულმა პირმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, გოგონა ხშირად მიდიოდა სახლიდან რამდენიმე დღით, თუმცა მშობლები მისი ადგილსამყოფელით არ ინტერესდებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)