10:26 - 01 May, 2026
|
2018-09-13 10:01:24, 1033 ნახვა
სამართალი
ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორიზმის მხარდაჭერის საქმის განხილვა დასრულდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რის შედეგადაც ბ.ჩ.-ს და ზ.გ.-ს მსჯავრი დაედოთ საქართველოს სსკ-ის 3311-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევა, თავშესაფრის მიცემა და რესურსებით უზრუნველყოფა). „ბ.ჩ.-ს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ხუთი წელი შეეცვალა პირობით ექვსი წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო ზ.გ.-ს შეეფარდა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)