10:26 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-12 19:31:10, 1110 ნახვა

სამართალი
სასამართლომ გამოძალვაში და ძალადობაში გამართლებული პირები დამნაშავედ ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის გამამართლებელი განაჩენი და ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვაში და ძალადობაში უდანაშაულოდ ცნობილი ბრალდებულები კ.ფ., რ.ჟ და ბ.ჯ.  წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, სასამართლო განხილვისას უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის 10 აპრილს განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ, რ.ჟ-მ და ბ.ჯ.-მ ერთ-ერთ ბიზნესმენს, მის სამუშაო ოფისში განუცხადეს, რომ გაზგასამართი სადგურის 25 %-იანი წილი კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით კ.ფ.-თვის უნდა გადაეცა. ბიზნესმენისგან უარის მიღების შემდეგ, აღნიშნულმა პირებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ, რომ მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ ძალადობას კვლავ განახორციელებდნენ. 

„ამის  შემდეგ კ.ფ., რ.ჟ და ბ.ჯ.  სისტემატურად ხვდებოდნენ დაზარალებულს და  კ.ფ.-ს სასარგებლოდ წილის დათმობას ან 200 000 აშშ დოლარის გადაცემას მოითხოვდნენ.

ამასთან,  დადასტურდა, რომ  2017 წლის 14 მაისს, კ.ფ. იარაღის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - მ.გ.-ს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამივე პირი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და კ.ფ.-ს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „დ" ქვეპუნქტებით, 120-ე მუხლით და 111,151 მუხლით)  დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით 5 წლით, ხოლო რ.ჟ -ს და ბ.ჯ.-ს (181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „დ" ქვეპუნქტებით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით) თითოეულს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
პოლონეთში ქუჩაში ცემით მოკლული, საქართველოს მოქალაქე 37 წლის გიორგი ჭილაშვილია
უკრაინამ ტუაფსეში ნავთობტერმინალს ორი კვირის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics