|
2018-09-12 18:06:42, 1566 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - აგრესორი იყო რუსეთი, თუმცა კრემლის სცენარი წინა ხელისუფლების უგუნური ქმედებების გარეშე ვერ განხორციელდებოდა
„2008 წელს, რა თქმა უნდა, ომის დამწყები, აგრესორი იყო რუსეთის ფედერაცია, ყველაფერი წარიმართა რუსული სცენარის შესაბამისად“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა. პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, მას ჰქონდა საუბარი სალომე ზურაბიშვილთან, რომლის დროსაც ერთიან მიდგომაზე შეჯერდნენ. „ობიექტური მიზეზების გამო, უშუალოდ, ეს განცხადება არ მომისმენია, თუმცა მე მქონდა, თავის დროზე, საუბარი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ საუბრის დროს შევჯერდით ერთიან მიდგომაზე და ეს მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ 2008 წელს, რა თქმა უნდა, ომის დამწყები, აგრესორი იყო რუსეთის ფედერაცია, ყველაფერი წარიმართა რუსული სცენარის შესაბამისად. ეს იყო კრემლში დაწერილი სცენარი, თუმცა, ამავე დროს, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ეს სცენარი ვერ განხორციელდებოდა იმ, ასე ვთქვათ, შეცდომების და უგუნური ქმედებების გარეშე, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის და ხელისუფლების მხრიდან. ეს იყო ჩვენი მიდგომა, რაზეც ვისაუბრეთ და იმედი მაქვს, რომ ამ მიდგომაზე, საბოლოოდ, შევჯერდებით. კონკრეტულად განცხადება არ მომისმენია, თუმცა ვიცი ქალბატონი სალომეს დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)