|
2018-09-12 14:34:35, 950 ნახვა
სამართალი
გახარია: მარიხუანას მოხმარებისას სამართალდარღვევის შემთხვევაში, პირს სხვა შეზღუდვებთან ერთად, იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთმევა
მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში პირს გარკვეული სამოქალაქო შეზღუდვები დაუწესდება, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მან შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი საკანონმდებლო ბაზით, სამართალდამცველებს საშუალება მიეცემათ, მარიხუანის არალეგალურ მოხმარებას ეფექტურად ებრძოლონ. „ჩვენი ახალი ცვლილებებით, მოხდება ადმინისტრაციული დარღვევის შემთხვევაშიც მთელი რიგი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვები, ხოლო სისხლის სამართლის დარღვევის შემთხვევაში, ეს სამოქალაქო შეზღუდვები იქნება აუცილებელი, თუმცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირობებში ეს იქნება მოსამართლის დისკრეცია. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირობებში აუცილებელი იქნება იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა გარკვეული დროით, 3-დან 5 წლამდე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად და იმ სულისკვეთებით, რა სულისკვეთებითაც საკონსტიტუციო სასამართლო იღებს სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვიჭირდა, როგორც სამართალდამცავ სტრუქტურას, მოგვეხდინა ეფექტური რეაგირება და კონტროლი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის. დღეს ჩვენ ეს პრობლემა მარიხუანას კონტექსტში დარეგულირებული გვაქვს და მას შემდეგ, როდესაც მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს და დაამტკიცებს პარლამენტი, აღსრულება მოგვცემს საშუალებას, რომ ყველაზე რისკის შემცველი მოქმედებები, როგორიც არის მარიხუანას მოხმარების წახალისება, იყოს აღკვეთილი. ეს საკანონმდებლო ცვლილებები საფუძველს უყრის საშუალებას სამინისტროსთვის, ეფექტურად ებრძოლოს მარიხუანას არალეგალურ მოხმარებას და ამავე დროს ეფექტურად ებრძოლოს მარიხუანას მოხმარების წახალისებას, განსაკუთრებით არასრულწლოვნებში“, - განაცხადა შს მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)