09:22 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-12 13:36:36, 1067 ნახვა

სამართალი
გახარია: 21 წლამდე ახალგაზრდების მიერ მარიხუანის მოხმარება, დასჯადი იქნება ყველა სახის სივრცეში

„მარიხუანის მოხმარება მხოლოდ და მხოლოდ პირად სივრცეში არ იქნება დასჯადი“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა იმ შეზღუდვებზე ისაუბრა, რომელიც მარიხუანასთან დაკავშირებით, შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტით არის გათვალისწინებული.

„საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებების ლოგიკიდან და სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენი ნარკოპოლიტიკის კონტექსტში გახდა აუცილებელი, მოხდეს შინაარსობრივი და ეფექტური რეგულირება მარიხუანის მოხმარების. ამ ნაწილში ჩვენ მთავრობის დავალებით გავატარეთ რიგი სამუშაოები და მივაღწიეთ კანონის ისეთ ხარისხს, რომელიც გვაძლევს ეფექტური რეგულირების საშუალებას, რაც გულისხმობს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გავრცელების არეალი იქნება მაქსიმალურად შემცირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ მარიხუანის მოხმარება არ იქნება დასჯადი მხოლოდ და მხოლოდ პირად სივრცეში. ყველა სახის მარიხუანის მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იქნება დასჯადი“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე განმარტებით, მარიხუანის მოხმარების კონტექსტში 21 წლამდე ახალგაზრდებზე სანქციები მკაცრდება.

„21 წლამდე ახალგაზრდების მიერ მარიხუანის მოხმარება ყველა სახის სივრცეში, სადაც არ უნდა მოხდეს ეს, იქნება დასჯადი. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ, სატრანსპორტო საშუალებების მართვა, გახდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი. გარდა ამისა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 21 წლამდე ახალგაზრდის ჩართვა მარიხუანის მოხმარებაში ასევე გახდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი“, - განცხადა გიორგი გახარიამ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics