|
2018-09-12 11:33:23, 889 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: 2008 წელს, ხელისუფლებამ ვერ ააცილა ქვეყანას რისკი და არ გაითვალისწინა ის ინფორმაციები, რომელსაც მეგობრები გვაძლევდნენ
„სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ ააცილა ეს რისკი საქართველოს მოსახლეობას და არ გაითვალისწინა ის ინფორმაციები, რომელსაც ჩვენი მეგობრები იძლეოდნენ, რომ რუსეთი ემზადებოდა ამ ომისთვის საკმაოდ სისტემურად და ქმნიდა ინფრასტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემდა საქართველოში ეს სამხედრო ოპერაცია განეხორციელებინა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა გულისხმობს საქართველოში ევროპული ტიპის დემოკრატიის მშენებლობას. გუშინ მე არ მომისმენია, ქალბატონმა სალომემ რა თქვა, მაგრამ როცა ასეთი კითხვა დაისვა, მე გავაკეთე დეტალური განმარტება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ იგივეს, რუსეთი გახლავთ აგრესორი, მან მოახდინა მან მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ეს არ დაწყებულა 2008 წელს, ეს დაიწყო გაცილებით ადრე, იმ დღიდან, როდესაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა და ეს ყველაფერი იწყება 90-იანი წლების დასაწყისიდან. რა თქმა უნდა, რუსეთია არის აგრესორი მან მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში შემოჭრის და დაიწყო საომარი ოპერაციები. რუსეთმა მოახდინა მოსახლეობის გამოდევნა ჩვენი ისტორიული მიწებიდან და მივიღეთ ჰუმანიტარული კატასტროფა. ეს არის ჩვენი და ჩვენი მეგობრების შეფასება. მან მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში შემოჭრის და დაიწყო საომარი ოპერაციები. რუსეთმა მოახდინა მოსახლეობის გამოდევნა ჩვენი ისტორიული მიწებიდან და მივიღეთ ჰუმანიტარული კატასტროფა. ეს არის ჩვენი და ჩვენი მეგობრების შეფასება, სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ ააცილა ეს რისკი საქართველოს მოსახლეობას და არ გაითვალისწინა ის ინფორმაციები, რომელსაც ჩვენი მეგობრები იძლეოდნენ, რომ რუსეთი ემზადებოდა ამ ომისთვის საკმაოდ სისტემურად და ქმნიდა ინფრასტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემდა საქართველოში ეს სამხედრო ოპერაცია განეხორციელებინა. ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და მხარს ვუჭერთ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საგარეო ორიენტირი, რომელიც გვაქვს და აუცილებლად უნდა იქნეს მიღწეული, ეს არის საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ეს ასევე გულისხმობს საქართველოში ევროპული ტიპის დემოკრატიის მშენებლობას. სწორედ ამ მიზნებიდან და ფილოსოფიიდან გამომდინარე მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება და მე არაერთხელ ავხსენი“, - განაცხადა პრემიერმა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)