07:58 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-12 10:12:40, 1227 ნახვა

პოლიტიკა
თბილისს სამუშაო ვიზიტით ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი ეწვია

თბილისს დღეს სამუშაო ვიზიტით დღეს ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი ეწვია, რომელიც თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

კერსტი კალიულაიდი ვიზიტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გვირგვინით შემკობის ცერემონიით დაიწყებს და პატივს მიაგებს არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას.

ესტონეთის პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერმინისტრთან.

გიორგი მარგველაშვილის სახელით ესტონეთის პრეზიდენტის პატივსაცემად, პრეზიდენტის სასახლეში  სამუშაო სადილი გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით,  პრეზიდენტ კალიულაიდის ვიზიტი კიდევ ერთხელ  ნათელი გამოხატულებაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა, სუვერენიტეტის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის  მიმართ  ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერის.

,,უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ესტონეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მხარდამჭერია ყველა საერთაშორისო არენაზე, შესაბამისად, ჩვენს პარტნირთან დაგეგმვა იმ შემდგომი ნაბიჯებისა, რომლებიც კოორდინირებულად უნდა  გადაიდგას ძალიან მნიშვნელოვანია.

 ამავე დროს, პრეზიდენტი მონაწილეობას იღებს მაკკეინის კონფერენციაში, რომელიც მიმდინარეობს ამჟამად თბლისიში, სადაც სწორედ მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება სწორედ საქართველოს უსაფრთხოებაზე, მის შემდგომ განვითარებაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე'', - აღნიშნა თენგიზ ფხალაძე.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics