09:11 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-11 12:04:48, 641 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის რაიონის ამხანაგობებში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

დიდუბის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.

ბაგრატიონის ქუჩის N5-ის მეორე ბლოკსა და ხოშარაულის ქუჩის N25-ში, ლიფტების რეაბილიტაცია განხორციელდა. სამტრედიის ქუჩის N2-ში სართულშუა ნაპრალების ამოვსების სამუშაოები ჩატარდა, ხოლო მირცხულავას ქუჩის N6-სა და წერეთლის გამზირის მე-7 კორპუსში შიდა წყალგაყვანილობა მოწესრიგდა. ამასთან, საცხოვრებელი კორპუსის სახურავის გადახურვის სამუშაოები  დასრულდა დიღმის მასივის მე-3 კვარტლის 26-ე კორპუსში.

ამ ეტაპზე, მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხუთ მისამართზე მიმდინარეობს. მათ შორის, დიღმის მასივის მე-6 კვარტლის მე-15 კორპუსში საერთო სარგებლობის კიბეების აღდგენა მიმდინარეობს, ფიფიების ქუჩის N21-ში ქანობიანი სახურავის შეკეთების სამუშაოები ხორციელდება, ხოლო წერეთლის გამზირის N49/51-ში სადარბაზოების შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება. ასევე, წყალარინების შიდა ქსელები იცვლება დიღმის მასივის მე-6 კვარტლის 23-ე კორპუსსა და ფოთის ქუჩის N41-ში. 

აღნიშნულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ახორციელებენ. მათი საერთო ღირებულება 208 399 ლარს შეადგენს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ირანი და აშშ მოლაპარაკებებისთვის 60 დღეს გამოყოფენ
აშშ-მ და ირანმა შეთანხმება დადეს, ომი შეწყდა
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics