|
2018-09-11 10:40:12, 1080 ნახვა
სამართალი
საქართველოსა და უკრაინის შს მინისტრები ნარკოდანაშაულთან და ე.წ. კანონიერ ქურდებთან ერთობლივ ბრძოლაზე შეთანხმდნენ
საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით უკრანაში იმყოფებოდა. შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს, არსენ ავაკოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორგანიზებული დანაშაულის, კერძოდ ე.წ. კანონიერი ქურდების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მხარეები შეთანხმდნენ ორი ქვეყნის სამართალდამცველებს შორის ოპერატიული თანამშრომლობის გაღრმავებასა და დანაშაულის გამოძიების მიზნით ინფორმაციის ინტენსიურად გაცვლაზე. ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფოთაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიცირება მოხდა, რომლის წევრებიც კოორდინაციას გაუწევენ ორგანიზებულ დანაშაულთან და ე.წ. კანონიერ ქურდებთან ბრძოლას. გიორგი გახარიამ და არსენ ავაკოვმა შეხვედრაზე, ასევე, საერთაშორისო ნარკოდანაშაულის წინაააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზეც ისაუბრეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უკრაინელ კოლეგას საქართველოს ევროპოლთან გამფორმებული ხელშეკრულებაზეც ესაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა, როგორც ოპერატიული, ასევე, არაოპერატიული მიმართულებით, ერთობლივ ოპერაციებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას იძლევა. მხარეებმა დეტალურად განიხილეს ქვეყნებში სანაპირო დაცვის მნიშვნელობა, საზღვრის დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და უწყებათშორისი თანამშრომლობა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და უკრაინის პოლიციის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის მუშაობა დადებითად შეაფასა: „თქვენი კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტი ევროპაში საუკეთესოა. ჩვენ გვინდა, თქვენი ოფიცერი გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოში მოვიწვიოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)