09:21 - 01 May, 2026
|
2018-09-11 10:04:49, 983 ნახვა
სამართალი
ხულოში ორი ეკლესია გაქურდეს
სხალთის ეპარქია ხულოში ორი ტაძრის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად,, მძარცველი ორივე ტაძარში ფანჯრიდან შევიდა. წაღებულია შესაწირი ყუთი. "9-და 10 სექტემბრის ღამეს გაქურდეს ხულოში ორი ტაძარი: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების და წმიდა ანდრიაპირველწოდებულის. ქურდი ორივე ტაძარში ფანჯრიდან გადავიდა. პოლიცია აწარმოებს გამოძიებას. აღსანიშნავია რომ შარშან ასევე გაიქურდა სხალთის მონასტრის ტაძარი. გაიძარცვა სხალთის ღვთისმშობლის ხატი. მიმდინარეობდა გამოძიება. ბოროტმოქმედები ჯერაც არ არიან დადგენილნი",- ნათქვამია განცხადებაში. გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)