|
2018-09-07 17:46:46, 1249 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია: ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა
„ძალისხმევას არ დავიშურებთ რათა მივაღწიოთ სტრატეგიულ მიზანს და გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით განცხადებას. ლევან იზორიას განმარტებით, თავდაცვის უწყებაში გატარებული რეფორმების შედეგად ქვეყნის შეიარაღებული ძალები ნატოსთან უფრო თავსებადია და მზადყოფნის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. „ეს არის თითოეული ჩვენგანის წარმატება და მინდა, განსაკუთრებით მოგილოცოთ გენშტაბის უფროსს, ყველა ოფიცერს, რიგითს, ჯარისკაცს. ბოლო წლების განმავლობაში მწვავე გადაწყვეტილებების, თუმცა, აუცილებელი ტრანსფორმაციის შედეგად, მივიღეთ ნატოსთან უფრო თავსებადი და მზადყოფნის უფრო მაღალი ხარისხით გამორჩეული შეიარაღებული ძალები. ჩვენი განვითარების დინამიკას სწორი მიმართულება აქვს და ძალისხმევას არ დავიშურებთ თქვენთან ერთად, რომ მივაღწიოთ სტრატეგიულ მიზანს, გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა. მზადყოფნის გასაძლიერებლად, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, გავაკეთებთ ყველაფერს. გენერალური შტაბის უფროსთან ერთად მოვისმინე ამერიკელი პოლკოვნიკის შეფასება, რომელიც აკვირდებოდა საერთაშორისო სწავლება NOBLE PARTNER-ის მიმდინარეობას, მან აღნიშნა, რომ სულ რაღაც 2-3 წლის განმავლობაში ჩვენს შეიარაღებულ ძალებს აქვს სრულიად სხვა რეალობა, რომელიც სიამაყის საფუძველს გვაძლევს. მინდა, თქვენთან ერთად, მადლობა ვუთხრა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს, მის ექსპერტებს, ოფიცრებს, ნატოს წევრ ქვეყნებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში. მათი ძალისხმევის გარეშე ჩვენ ამგვარ წარმატებას ვერ მივაღწევდით. ასე რომ, ჩვენ ვართ ერთი გუნდი, საერთო მისწრაფებებით, ამოცანითა და ღირებულებებით და ჩვენ ამ გზას, უფრო მყარად და მტკიცედ, მომავალშიც გავაგრძელებთ. წელს, როდესაც ბრიუსელში გაიმართება ნატოს თავდაცვის მინისტერიალი, გვექნება შესაძლებლობა, თავდაცვის მიმართულებაზე სასაუბროდ კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, სიამაყით ვისაუბროთ ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე და კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომ საქართველო დღეს მზად არის მომავალში კი უფრო მეტად იქნება მზად ნატოს წევრობისთვის“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)