|
2018-09-07 11:30:51, 1225 ნახვა
სამართალი
მტკვარში 60 წლამდე ქალი დაიხრჩო
თბილისში, მტკვარში 60 წლამდე ასაკის ქალი დაიხრჩო. შემთხვევა ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „8 საათსა და 10 წუთზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოვიდა შეტყობინება, რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სამთო ქიმიის მიმდებარედ, ქალბატონი გადახტა მტკვარში, ადგილზე მობილიზიებული იქნა 2 სამაშველო ბრიგადა, რომლებიც 5 წუთში უკვე ადგილზე იყვნენ, ქალბატონს გაეწია პირველადი დახმარება, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა“, - აღნიშნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სამმართველოს უფროსმა, კობა ჯოხაძემ. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირველადი დათვლაიერებით ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)