16:10 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-06 15:59:36, 749 ნახვა

რეგიონი
ბათუმში გურამ ოდიშარიას ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საღამო „ჩემი სოხუმი“ გაიმართა

ბათუმის მუსიკალური ფესტივალის „Batumi Music Fest“- ის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ქართველი მწერლის გურამ ოდიშარიას ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საღამო „ჩემი სოხუმი“ გაიმართა.

მწერალმა გაიხსენა ომამდე და ომის შემდგომ პერიოდში ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებული ურთიერთობები.

საღამოზე სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს გურამ ოდიშარიას მიერ ქართველებსა და აფხაზებს შორის  ნდობის აღსადგენად გადადგმულ ნაბიჯებზე, მის დიდ ღვაწლზე  სახალხო დიპლომატიის ეგიდით წარმართულ ქართულ-აფხაზურ შეხვედრებში მონაწილეობით.

საღამოზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ,,აფხაზეთმა“ ქართული და აფხაზური ფოლკლორული ნომრები შეასრულა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, ქალაქ ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, ბათუმის მუსიკალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ბოლქვაძე, აჭარაში მცხოვრები აფხაზები, პოეტის მეგობრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics