|
2018-09-06 12:58:36, 1094 ნახვა
სამართალი
არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ა.ა. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ 2018 წლის 21 ივნისს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში ა.ა.-მ არასრულწლოვან შვილს სახის არეში ორჯერ დაარტყა ხელი, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ა.ა. 2018 წლის 23 ივნისს ქ.მარნეულში დააკავეს. მარნეულის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლისსამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებისსახით პატიმრობა შეეფარდა. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ა.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლითთავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)