2018-09-06 11:55:10, 3948 ნახვა
მსოფლიო
ISIS-ის ტერაქტს ქაბულში 25 ადამიანი, მათ შორის 2 ჟურნალისტი ემსხვერპლა
ქაბულში ორმაგი აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 95 დაშავდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ორივე აფეთქება ქაბულის დასავლეთ ნაწილში, პოლიციის შენობასთან ახლოს მოხდა.
მედიის ცნობით, თვითმკვლელი ტერორისტი სპორტდარბაზში შეიჭრა და თავი აიფეთქა, რის შედეგად 6 სპორტსმენი დაიღუპა, ხოლო 10 დაშავდა. ტერორისტების სამიზნე ასევე პოლიციელები იყვნენ, რომლებიც პირველი აფეთქების ადგილზე იმყოფებოდნენ. ტერაქტის დროს აგრეთვე Tolo News-ის 2 ჟურნალისტი დაიღუპა, კიდევ 4 კი, დაშავდა.
აღსანიშნავია, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან 7 პოლიციელი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
ავტორი: ,