02:10 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-05 12:58:23, 1347 ნახვა

კომენტარი
ეკა ნასყიდაშვილი: ფორუმი მეოთხე წელია იმართება და საინტერესოა, წელს რატომ გააპროტესტეს

„ფორუმი მეოთხე წელია იმართება და საინტერესოა, წელს რატომ გააპროტესტეს“, - ამის შესახებ გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ ჟურნალისტმა ეკა ნასყიდაშვილმა განაცხადა, რომელიც ფორუმის მონაწილეა.

როგორც მან აღნიშნა, ღონისძიებაზე მხოლოდ კულტურული ურთერთობების განხილვა და გამოცდილების გაზიარება ხდება.

„არაფერი საგანგაშო არ ხდება და ძალიან საინტერესოა, რატომ მოხდა ეს წელს, იმიტომ რომ უკვე მეოთხე წელიწადია ასეთი ფორუმი იმართება. აქ არიან თქვენი კოლეგები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან და გაოგნებულები უყურებენ ამ სიტუაციას, რაც გარეთ ხდება. აქ არ არი არაფერი. ჩვენ უკვე მეოთხე წელიწადია მხოლოდ კულტურულ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ და სხვა სალაპარაკო თემა აქ არ გვაქვს“, - განუცხადა ნასყიდაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს.

ამასთან, ფორუმის ორგანიზატორმა ანჟელიკა ტრაპენზიკოვამ აღნიშნა, რომ საპროტესტო აქცია ღონისძიების ჩატარებას ხელს ვერ შეუშლის.

„ჩვენ მაინც ჩავატარებთ ჩვენს ღონისძიებას. ეს აქცია მის გახსნასა და ჩატარებაზე არანაირ გავლენას არ იქონიებს. ყველა თემა და დისკუსია ჩატარდება საკონფერენციო დარბაზში და არა ქუჩაში“, - განაცხადა ანჟელიკა ტრაპენზიკოვამ.

ცნობისთვის, თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასში“ პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებული მედია ფორუმი მიმდინარეობს. აღნიშნულის გამო, სასტუმროსთან დილიდან მოქალაქეები არიან შეკრებილი და ფორუმის ჩატარებას აპროტესტებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics