|
2018-09-01 18:29:34, 1352 ნახვა
კომენტარი
ბოკერია: საგამოძიებო კომისიის სხდომის ბოიკოტირება პოლიტიკურად სამარცხვინო საქციელია
„პოლიტიკური გუნდის მხრიდან, ამაზე უფრო მეტად პარტიულობის დემონსტრირება, ძნელი წარმოსადგენია“, - ასე შეფასა „ევროპული საქართველოს“ და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გიგა ბოკერიამ, მმართველი გუნდის მხრიდან კომისიის სხდომაზე არ დასწრების ფაქტი. ბოკერიას თქმით, კომისიის სხდომის ბოიკოტირება პოლიტიკურად სამარცხვინო ქმედებაა. „პატივცემულ კოლეგებს „ქართული ოცნებიდან“, ივანიშვილის გუნდიდან, თუ ჰგონიათ, რომ ბოიკოტირებით დაფარავენ იმას, რომ მოუმზადებლები იყვნენ და საკუთარი, ჩემთვის გაუგებარი აღშფოთებით დაფარვენ, ძალიან ცდებიან. ბოიკოტირება პირიქით ხაზს უსვამს იმას, რომ ისინი აღშფოთდნენ პროექტით და ეს არ დაუმალიათ. გუშინ საჯაროდ დაიწყეს პოლიტიკური თავდასხმები და დღეს სადაც უნდა გამოეხატათ აზრი, თუ რაში მდგომარეობს ამ აღშფოთების რეალური და კვალიფიცირებული მიზეზი, არ არიან ამისთვის მზად და როგორც ჩანს, მეტი დრო სჭირდებოდათ ამისთვის. დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტური აღმოჩნდა, როგორ უდგება ეს პოლიტიკური გუნდი და მისი ყველა წარმომადგენლი ამ კომისიაში ამ საქმეს. მე არც თუ ისე დიდი ოპტიმიზმით, მაგრამ მაინც იმედი მაქვს ამ ძალიან პოლიტიკურად სამარცხვინო საქციელის შემდეგ, იქნებ შეიცვალონ პოზიცია შემდეგ სხდომებზე და საზოგადოებას სცენ პატივი, პარლამენტს და არა ჩვენ, მათ პოლიტიკურ ოპონენტებს“, -აღნიშნა გიგა ბოკერიამ. ცნობისთვის, საგამოძიებო კომისია რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეხვედრას მართავს. სხდომას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ ესწრებიან.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)