|
2018-09-01 05:28:39, 2817 ნახვა
მსოფლიო
ბესლანის ტერაქტიდან, რომელსაც 186 ბავშვი ემსხვერპლა 14 წელი გავიდა
2004 წლის პირველ სექტემბერს ჩეჩენმა ტერორისტებმა ბესლანის სკოლის მოწაფეები, მათი მშობლები და მასწავლებლები აიყვანეს მძევლად. სულ 1227 ადამიანი. ოფიციალური მონაცემებით სპეცოპერაციას 333 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა უმრავლესობა ბავშვები იყვნენ. 186 ბავშვი ტერორისტებთან ბრძოლაში დაიღუპა 18 რუსი სპეცრაზმელი. მდგომარეობას ისიც ამძიმებდა რომ მძევალთა უმრავლესობა მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ. ტერორისტებს ისინი არა ადამიანურ პირობებში, სკოლის სპორტულ დარბაზში ჰყავდათ დამწყვდეული გაუსაძლის სიცხეში. მათ აკრძალული ჰქონდათ არათუ საკვების მიღება არამედ წყლის დალევაც კი. ტერორისტებთან მოლაპარაკებაზე რუსეთის ხელისუფლებამ ოსების დაუძინებელი მტრების ინგუშების ყოფილი პრეზიდენტი რუსლან აუშევი გააგზავნა. აუშევმა ტერორისტების მეთაურთან პოლკოვნიკ ხუჩბაროვთან მოლაპარაკების შემდეგ მეძუძური დედების და ჩვილი ბავშვების განთავისუფლება შესძლო. მძევალთა განთავისუფლების მიზნით მოლაპარაკებაში ჩართვის სურვილი ამბოხებული ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ასლან მასხადოვმაც გამოთქვა. რუსეთში ყველა სასამართლო ინსტანციამ დაადგინა, რომ შტურმის დროს არანაირი დარღვევა არ ყოფილა. მოგვიენებით, 400-ზე მეტმა დაზარალებულმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. სტრასბურგში საქმეზე პირველი სხდომა 2014 წელს ჩატარდა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა 2004 წელს, ბესლანში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპული ბავშვების მშობლებისა და დაშავებულების საჩივარი. სასამართლომ გაიზიარა განმცხადებელების მოსაზრება, რომლის მიხედვითაც რუსეთის ხელისუფლებამ ადამიანის სიცოცხლის უფლება ხელყო. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ თავი ვერ გაართვა ვალდებულებას, თავიდან აეცილებინა ადამიანების დაღუპვის შესაძლო საფრთხე. გარდა ამისა, სასამართლომ მიიჩინია, რომ ხელისუფლებამ ვერ დაგეგმა სკოლის შენობაზე შტურმი და მინიმუმამდე ვერ დაიყვანა ის საფრთხე, რომელიც ტყვეებს ემუქრებოდა. გარდა ამისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა რუსული სპეცნაზის და სამხედროების მხრიდან ძალის გადამეტებას და რუსეთის ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ტერაქტის ეფექტური გამოძიება.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)