|
2018-08-31 17:41:48, 1334 ნახვა
კომენტარი
ხოშტარია მარგველაშვილზე: უარის თქმა ბრძოლაზე, სამწუხარო და გაუგებარი პოზიციაა
„უარის თქმა ბრძოლაზე, არის პასუხისმგებლობის აცილება, სამწუხარო და გაუგებარი პოზიციაა, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტი იყო“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს დაგროვილ პრობლემებზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტიც იზიარებს. „პირველ რიგში გაუგებარია ის ფაქტი, რომ როცა საზოგადოებაში პრეზიდენტის პოზიციის მოლოდინია, ბოლო მომენტამდე მიიყვანო ამ პოზიციის გაჟღერება. მითუმეტეს მაშინ, როცა არჩევნები არის საშუალება, რომ ქვეყანაში დაგროვილ პრობლემებს ებრძოლო, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს დაგროვდა, რაზეც მათ შორის პრეზიდენტიც იზიარებს პასუხისმგებლობას ამაზე, ხოლო უარის თქმა ბრძოლაზე, არის პასუხისმგებლობის აცილება, სამწუხარო და გაუგებარი პოზიცია, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტი იყო. ოპოზიციას ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, რომ „ქართული ოცნება“ ამ ბრძოლაში დავასუსტოთ და დავამარცხოთ“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნული განცხადება დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში ლატვიის ყოფილ პრეზიდენტთან ვალდის ზატლერსთან საჯარო ლექციაზე გააკეთა, რომელსაც სტუდენტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)