02:39 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-30 19:14:02, 1515 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: საფრანგეთის მოქალაქედ აღარ ვითვლები

„საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ორივემ ხელი მოაწერეს განკარგულებას, რომლის მიხედვით 23 აგვისტოდან აღარ ვითვლები საფრანგეთის მოქალაქედ“, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, მისთვის ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება.

„დღევანდელი დღე ჩემთვის სხვანაირი დღეა. დღეიდან აღარ ვარ ორმაგი მოქალაქე. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ორივემ ხელი მოაწერეს განკარგულებას, რომლის მიხედვით 23 აგვისტოდან აღარ ვითვლები საფრანგეთის მოქალაქედ, ეს არ არის ადვილი და მარტივი საკითხი, რადგან საფრანგეთმა ქართველებს, იმ დიასპორას, რომელიც წავიდა საქართველოდან, შეუნარჩუნა ლევილის სასახლე და ერთი საუკუნის მანძილზე გაუწია ძალიან დიდი დახმარება, თავშესაფარი. საფრანგეთი ყოველთვის არის კეთილგანწყობილი ქართველების მიმართ. ეს გადაწყვეტილება არ არის მარტივი, მაგრამ არის აუცილებელი. არ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტი ამავდროულად იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე.  ეს არის ძალიან ლოგიკური, ნებისმიერ ქვეყანაში ასე იქნებოდა. მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ სრული პასუხისმგებლობით და ეს არის აუცილებელი. მე ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამ დღიდან მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვარ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics