2018-08-30 13:10:57, 2508 ნახვა
მსოფლიო
ნატომ, შესაძლოა, შტაბბინის შენობას ჯონ მაკკეინის სახელი უწოდოს
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა, შესაძლოა, ბრიუსელში შტაბბინის ახალ შენობას ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის სახელი უწოდოს, - აღნიშნული ინიციატივით დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი გამოვიდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც ნატო-ს პრესმდივანმა ოანა ლუნგესკუმ განაცხად, შესაბამისი განკარგულება გენერალური მდივნისგან, იენს სტოლტენბერგისგან მიიღეს და მას დეტალურად განიხილავენ.
CNN-ი წერს, რომ ამერიკელი სენატორი აქტიურად უჭერდა მხარს ალიანსსა და მასში სხვა ევროპელი ქვეყნების გაწევრიანებას.
"ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მას სიმამაცისთვისა და ხასიათისთვის დაიმასხოვრებენ, ასევე, როგორც ნატო-ს ძლიერ მხარდამჭერს", - წერდა სტოლტენბერგი სენატორის გარდაცვალების შემდეგ.
ცნობისთვის, ნატო-მ შტაბბინა მიმდინარე წლის დასაწყისში შეიცვალა.
ავტორი: ,