|
2018-08-30 13:05:59, 1263 ნახვა
სამართალი
გაერთიანებული ოპოზიცია წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს და შსს-სგან გამოძების დაწყებას ითხოვს
გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია“ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოძიების დაწყებას ითხოვს. როგორც საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშძემ აღნიშნა, ოპოზიციის საერთო კანდიდატის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციების გავრცელების კამპანია დაიწყო, რომელიც „შავი ფულით“ ფინანსდება. „საერთაშორისო გამჭვირვალობამ გაავრცელა წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დასკვნა, სადაც არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენს მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერები კრწანისის ოლქის თავმჯდომარესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდანაც შეფასებულია, როგორც დანაშაულის შემცველი ნიშნების მქონე ჩანაწერი. მოვითხოვთ მოხდეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არჩევნების გაყალბების მცდელობის მუხლით. ასევე, საგანგაშოდ არის შეფასებული „ქართული ოცნების“ შავი ფულით დაფინანსებული ის ცრუ, ყალბი ინფორმაციები, რომელიც ვრცელდება სოციალური ქსელის მეშვეობით, განსაკუთრებით ჩვენ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან მიმართებაში. მოვითხოვთ აუდიტის სამსახურისგან დაუყოვნებლივ დაიწყოს შესწავლა და გამოძიება ვინ აფინანსებს და რა წყაროებით ფინანსდება ამ ფეიკ ნიუსების გავრცელება სოციალური მედიით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)