12:34 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-30 10:47:55, 690 ნახვა

რეგიონი
ხაშურში, სოფელ ცედანის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის საფარი იწვის (ფოტო/ვიდეო)

ხაშურში, სოფელ ცედანის მიმდებარე ტერიტორიაზე ფოთლოვანი ტყის საფარი იწვის.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 10 ჰექტარამდე ფართობია დამწვარი.

ადგილზე 220 მეხანძრე-მაშველი და 12 სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკა მუშაობს. მათ შორის, ტყის სპეციალური სახანძრო მანქანები.

„მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რათა დროულად მოხდეს ხანძრის ლოკალიზება“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ამასთან, ადგილზე იმყოფებიან შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორი, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამართალდამცავები. ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics