00:37 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 14:49:55, 1009 ნახვა

კომენტარი
მაჩალიკაშვილი: არ ვაპირებ ცირკში მონაწილეობას, დღეს არის ბოლო მოსვლა ჩემი მოსისხლე მტრების შენობაში

„მე არ ვაპირებ ცირკში მონაწილეობას და დღეს არის ბოლო მოსვლა ჩემი მოსისხლე მტრების შენობაში“, - ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ის შენობასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მეტჯერ აღარ გამოცხადდება.

„როგორც ყველანი ხედავთ, მე დღეს მეოთხედ ვიმყოფები გამოკითხვაზე ჩემი მოსისხლე მტრების შენობაში. ჩემთვის აქ მოსვლა სიკვდილზე მეტია. აქედან გამომდინარე, მე აღარ ვაპირებ ამ ცირკში მონაწილეობის მიღებას და ჩემი თავის გამასხარავებას. მე ვაცხადებ, რომ აღარ მოვალ დაკითხვაზე. იძულებით თუ მომიყვანენ, მომიყვანონ. მე ამასაც შევეწინააღმდეგები. თუ უნდათ ჩამსვან ციხეში და იქ დამკითხონ. მე აღარ შემიძლია აღარც ფიზიკურად და არც მორალურად. თუ უნდათ დამაკავონ, მე ეს მირჩევნია, ვიდრე ამ შენობაში ვიარო," - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში უკვე მეოთხედ  დაიბარეს. რამდენიმე დღის წინ კი კითხვები პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე დაუსვეს, რა დროსაც აჰმედ ჩატაევის, თამაზ მარგოშვილისა და რუსლან ალდამოვის გვარები იყო ნახსენები. მაჩალიკაშვილი წინა გამოკითხვების შემდეგ საგამოძიებო უწყების გააქტიურებას მასზე ზეწოლის მცდელობას უკავშირებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics