|
2018-08-29 14:44:29, 1506 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: სავალუტო ფონდის მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება ნიშნავს მეტ ინვესტიციას და ნდობას საქართველოს მიმართ
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუალედური მისიის წევრებმა შემაჯამებელი შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან, ივანე მაჭავარიანთან გამართეს. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მისიის ხელმძღვანელის მიერ პოზიტიურად შეფასდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობა. უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ფისკალური და სტრუქტურული რეფორმები, მომავალი წლის საბიუჯეტო პარამეტრები.აღინიშნა, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული ვითარებისა, ქვეყნის ეკონომიკამ აჩვენა მდგრადობის მაღალი ხარისხი და ქვეყნის როგორც მონეტარული, ისე ფისკალური პოლიტიკა ეფექტურად პასუხობს საგარეო რისკებს. გამომდინარე აქედან, მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის გამო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს ეკონომიკის 2018 წლის ზრდის პროგნოზი წლიურ 5.5 პროცენტამდე აწია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმღვანელმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს რეფორმები, რომელიც მიმართული იქნება, შემცირდეს საგარეო რისკების ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე, გაიზარდოს სახელმწიფო ინვესტიციები, უფრო მეტად გაუმჯობესდეს ბიზნესგარემო, მმართველობისა და განათლების ხარისხი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს სამუშაო ვიზიტით 27 აგვისტომდე სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში, მისიის წევრები შეხვდნენ მთავრობის ეკონომიკური გუნდის და პარლამენტის წევრებს, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელი მისია საქართველოს ოქტომბერში ესტუმრება.
(NS)
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)