|
2018-08-29 10:03:58, 2391 ნახვა
პოლიტიკა
წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო
წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) დღეიდან ოფიციალურად დაიწყო. ძირითადი აკრძალვები და ვალდებულებები, რაც ამ პერიოდში კანონმდებლობით არის განსაზღვრული, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განმარტა: „არჩევნების დანიშვნის დღიდან, დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდი. რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმართვას და ასევე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებულ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, ისინი ამოქმედდება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე. კანონმდებლობის თანახმად, აკრძალულია სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებზე, რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ კამპანიის წარმართვა. გარდა ამისა, კანონმდებლობით აკრძალულია იმ პირების მიერ, რომლებსაც არ ეკრძალება წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება, მასზე სამსახურებრივად დაქვემდებარებული, ან რაიმე ფორმით დაქვემდებარებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს შეუწყობს რომელიმე კანდიდატის წარდგენას ან არჩევას. კანონმდებლობით ასევე აკრძალულია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, სამუშაო საათებში წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის წარმოება. გარდა ამისა, აკრძალულია არა მხოლოდ სამუშაო საათებში, არამედ სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების დროსაც, ბიუჯეტით ისეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება, რომელიც წინასწარ არ იყო დაგეგმილი. კანონმდებლობით აკრძალულია პენსიების ზრდა, შემწეობის გაზრდა, თუკი ეს მანამდე არ იყო დაგეგმილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტით. ასევე, გარკვეული ვალდებულებები აქვთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. კონკრეტულად, მათ უნდა გამოყონ ის შენობა-ნაგებობები, სადაც წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის უფლება აქვს თითოეულ კანდიდატს. ეს შენობა-ნაგებობები თანაბრად უნდა იყოს გამოყენებული და შესაბამისად, თანაბრად უნდა იყოს მიწოდებული თითოეული კანდიდატისათვის“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)