00:21 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-28 16:10:21, 1281 ნახვა

საზოგადოება
მამუკა ახვლედიანი პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს.

ახვლედიანმა facebook-ის საკუთარ გვერდზე  ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მისეული ხედვაა აღწერილი.

„კომპეტენცია, კეთილსინდისიერება, დამოუკიდებლობა, სამართლიანობა, მაღალი პირადი და პროფესიული რეპუტაცია, ზეგავლენის მიმართ მაღალი მედეგობა, პიროვნული სიმტკიცე და შეუვალობა - არის რიგითი მოსამართლის არჩევის კანონისმიერი მოთხოვნა, რასაც ჩემი ღრმა რწმენით აკმაყოფილებს მოსამართლეთა კორპუსის დიდი უმრავლესობა. აღნიშნული გარემოება არის ის ძირითადი რესურსი და გარანტი, რომლის საფუძველზეც, არსებული სერიოზული საკანონმდებლო ხარვეზების მიუხედავად, სწორი, მიზანმიმართული, ბოლომდე გააზრებული ადმინისტრაციული ალგორითმების მეშვეობით სრულიად შესაძლებელია სასამართლო სისტემაში ფეხმოკიდებული მანკიერი კლანური მმართველობის მოშლა და ვერტიკალური და ჰორიზონტალური პასუხისმგებლობისა და უფლება-მოვალეობების გონივრული, სამართლიანი, შედეგიანი და მკაფიოდ გამჭვირვალე ფუნქციური გადანაწილება. სწორედ ამ ურყევი რწმენისა და პოზიტიური პირადი გამოცდილების საფუძველზე ვაყენებ საკუთარ კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევი საკონსულტაციო პროცესის მონაწილედ და მზად ვარ, ფართო საზოგადოებას წარვუდგინო სასამართლო სისტემის კონცეპტუალური და სისტემური რეფორმირების ეფექტური გეგმა“, - წერს მამუკა ახვლედიანი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენას აღარ აპირებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics