|
2018-08-28 13:04:25, 1283 ნახვა
კომენტარი
ლავროვი - რუსეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არ ერევა, ეს ჩვენი მეთოდი არ არის
რუსეთი არასოდეს ერევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, სლოვაკურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჩარევა რუსეთის მეთოდი არ არის და ამით სხვა ქვეყნებისგან პრინციპულად განსხვავდება. „სხვათა შორის, აქ ჩვენი პრინციპული განსხვავებაა იმ ქვეყნებისგან, რომლებისთვისაც მსგავსი პრაქტიკა საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების გასატარებლად საყვარელი ინსტრუმენტია. საკმარისია, გავიხსენოთ „არაბული გაზაფხულის“ მოვლენებში გარე ჩარევა ან უკრაინაში ანტიკონსტიტუციური გადატრიალების პროვოცირება. სხვათა შორის, ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვაფიქსირებთ, რომ არ წყდება მცდელობები, რომ გავლენა მოახდინონ რუსეთის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. ასე რომ ვინც ჩვენ გვადანაშაულებს, თვითონ არიან ამით დაკავებული“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)