|
2018-08-28 10:03:13, 1111 ნახვა
სამართალი
პროკურორმა მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე უმისამართო გასროლა მოახდინა
საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში პროკურორ გ.შ.-ს მიერ მოქალაქე გ.მ.-ს სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგენილია, რომ 2018 წლის 24 აგვისტოს ქ. წყალტუბოში გ.შ-მ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე გ.მ.-ს, რა დროსაც გ.შ.-მ ასევე მოახდინა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე უმისამართო გასროლა. კონფლიქტის შედეგად გ.მ.-მ მიიღო სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება. „საქართველოს მთავარი პროკურორის 2018 წლის 27 აგვისტოს ბრძანებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გ.შ. გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან. გ.შ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენის დამტკიცების შემთხვევაში, ფაქტს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და გატარდება კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება. ამის გარდა, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება პროკურორისთვის შეუფერებელი საქციელის ჩადენის ფაქტზე“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)