|
2018-08-27 18:28:13, 1126 ნახვა
კომენტარი
დავით ზალკალიანი: სენატორი მაკკეინი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე დღეებში მუდამ საქართველოს გვერდით იდგა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. საგარეო უწყების ცნობით, დავით ზალკალიანმა სენატორ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოთქვა და სამძიმარი გამოუცხადა მის ოჯახსა და ამერიკელ ერს. „პატივს მივაგებთ სენატორ მაკკეინის ხსოვნას. ყველასთვის ცნობილია, თუ რაოდენ დიდი იყო მისი სიმპათია და მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე დღეებში ის მუდამ საქართველოს გვერდით იყო. მას არ დაუკარგავს საქართველოს მიმართ მხარდაჭერა 2008 წლის შემდეგაც და მუდმივად, ყველა მის საჯარო განცხადებაში, მიმართვაში ის ყოველთვის აფიქსირებდა ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების მიმართ, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ. ბუნებრივია, ის იყო ამერიკის ერთერთი ყველაზე ღირსეული, გამოჩენილი პილიტიკოსი და ბუნებრივია მისი ხსოვნა მუდმივად დარჩება ჩვენს მეხსიერებაში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი საქართველოს უდიდესი მეგობარი და მხარდამჭერი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)