|
2018-08-27 15:59:36, 1477 ნახვა
სამართალი
პროკურორი - სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეში ახალი გარემოებები და მტკიცებულებები არსებობს
„საფრთხეები, რის გამოც ბრალდებულს პირველივე სხდომაზე შეეფარდა პატიმრობა, კვლავ ძალაშია“, - ასე გამოეხმაურა სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმის პროკურორი არჩილ ბედუკაძე მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, მალხაზ კობაური პატიმრობაში დარჩა. როგორც პროკურორმა განაცხადა კობაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი არ არსებობს. მანვე აღნიშნა, რომ საქმეში ახალი გარემოებები და მტკიცებულებებია. „დაცვის მხარემ პროცესზე მოითხოვა, რომ გაუქმებულიყო მთლიანად შერჩეული აღმკვეთი ღონისძიების სახე. ჩვენი პოზიცია ითვალისწინებდა იმ აღმკვეთი ღონისძიების შენარჩუნებას, რაც შეფარდებული აქვს. არანაირი ახალი გარემოება არ არსებობდა იმისთვის, რომ პატიმრობა შეცვლილიყო. ის საფრთხეები, რის გამოც ბრალდებულს პირველივე სხდომაზე შეეფარდა პატიმრობა, ყველა ძალაშია, პირიქით, სხვა საფრთხეებიც მომატებულია სხვადასხვა მტკიცებულებიდან გამომდინარე. ამის საფუძველზე სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და პატიმრობის შესახებ აღმკვეთი ღონისძიება დატოვა ძალაში. ეს საფრთხეებია: მიმალვის საფრთხე, სხვა დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და ა.შ.“, - განაცხადა პროკურორმა. შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი, 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა მოკლულები იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მწყემსი სასამართლოზე გამოძიებისთვის თავდაპირველად მიცემული ჩვენების ნამდვილობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ სამი ადამიანი არა მან, არამედ ორმა უცხო პირმა მოკლა. 14 აგვისტოს მალხაზ კობაურის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კობაური ჯანმრთელია. ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)