22:50 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-24 18:41:50, 1181 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, უახლოეს მომავალში ქვეყანას ახალი, ევროპული ტიპის, დემოკრატიული კონსტიტუცია ექნება.

„მინდა მივულოცო ყველას ეს მნიშვნელოვანი დღე. კონსტიტუცია ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი იურიდული დოკუმენტია. „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციაში გარკვეული ცვლილებები განახორციელა, რომელიც ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულია. კონსტიტუციაზე მუშაობს არამხოლოდ მმართველი გუნდი, არამედ საზოგადოების ფართო წრე, სხვადასხვა ექსპერტები. დოკუმენტის მიღების შემდეგ, ჩვენ გვექნება ევროპული ტიპის, დემოკრატიული კონსტიტუცია და საპარლამენტო რესპუბლიკა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და GIZ-ის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორმა რონალდ შტოირერმა.

საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული კონსტიტუცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics