03:10 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-24 14:21:07, 1612 ნახვა

ეკონომიკა
ნინო ენუქიძე: გაზსაცავი სტრატეგიული ობიექტია, რომელსაც მეტწილად სოციალური დანიშნულება ექნება

„გაზსაცავის პროექტი ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იქნება სტრატეგიული ობიექტი, რომელსაც ასევე მეტწილად სოციალური დანიშნულება ექნება. გაზსაცავში მოხდება იმ გაზის დაგროვება, რომელიც ზამთრის სეზონის ე.წ. პიკურ პერიოდებში დააკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნილებას," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის „სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე მიწისქვეშა გაზსაცავის მოწყობის თაობაზე" ხელმოწერილი შეთანხმების მნიშვნელობის შესახებ განაცხადა.

გაზსაცავის მშენებლობის დაწყება იგეგმება 2019 წელს და დასრულება დაგეგმილია დაახლოებით 2022 წლისთვის, როდესაც საქართველო უკვე შაჰდენიზის მეორე ფაზის შედეგად მიიღებს მეტ იაფ ბუნებრივ აირს.

„გაზის იაფ რესურსს შაჰდენიზის მეორე ფაზიდან გამომდინარე, საქართველო გაზის უკვე გაზრდილ მოცულობას მიიღებს. შესაბამისად ჩვენ ვაპირებთ, რომ დავასრულოთ გაზსაცავის მშენებლობა იაფი გაზის მიღების პროცესის დაწყებამდე, რათა იქ დაცული გაზი  ზამთარში პიკური მოხმარების დროს გამოვიყენოთ, როდესაც მოსახლეობის მოთხოვნილება მზარდია," - განაცხადა ნინო ენუქიძემ.

ხელშეკრულება ითვალისწინებს მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტისთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფას. მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობით მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს ენერგეტიკული  უსაფრთხოება. პროექტი უზრუნველყოფს ქვეყანაში გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსის დარეგულირებას და  ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics