01:35 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-24 10:56:49, 868 ნახვა

პოლიტიკა
მერკელი: საქართველო დანამდვილებით არის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე დიდი ევროპული პერსპექტივა აქვს

„საქართველო დანამდვილებით არის ქვეყანა უკრაინასთან ერთად, რომელსაც ყველაზე მეტად აქვს დიდი ევროპული პერსპექტივა“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თსუ-ს გამართულ შეხვედრაზე, სტუდენტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხებოდა.

„რაც შეეხება გერმანიის პოლიტიკას აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით, ჩემი აზრით, ეს არ არის ახალი ინიციატივა. ჰაიკო მაასმა მხოლოდ ხაზი გაუსვა იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთთან კარგი ურთიერთობა, ის არის ევროკავშირის მეზობელი, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ გვჭირდება მკაფიო პოლიტიკა, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ყველაფერი აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით. საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, მაგრამ საქართველო დანამდვილებით არის ქვეყანა უკრაინასთან ერთად, რომელსაც ყველაზე მეტად აქვს დიდი ევროპული პერსპექტივა და ამას გამოხატავს. ჩვენ უკვე გვაქვს ვიზალიბერალიზაცია, დავდეთ ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. უახლესი 10 წლის განმავლობაში ჩვენ დავგეგმავთ იმ ნაბიჯებს, რაც უნდა გადაიდგას სამომავლოდ“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics