01:35 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-24 10:36:56, 1885 ნახვა

პოლიტიკა
მერკელი - მიხარია და მხარს ვუჭერ საქართველოს ევროპულ ამბიციებს, მაგრამ ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ

"მე ძალიან მიხარია და მხარს ვუჭერ საქართველოს ევროპულ ამბიციებს, ამიტომ არსებობს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, მაგრამ ევროპული მხრიდან ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს ნიშნავს, რომ ერთი მხრივ ქვეყანა, რომელიც არის კანდიდატი, უნდა ასრულებდეს წინაპირობებს და მეორე - ევროკავშირს უნდა შესწევდეს უნარი ახალი ქვეყნების მიღებისთვის.

„დღესდღეობით, თქვენ იცით, რომ ევროკავშირის გაწევრიანების პროცესში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები გვაქვს პერსპექტივაში და ინსტიტუციონალურად შრომისუნარიანობა უნდა არსებობდეს. თქვენ იცით, რომ დიდი ბრიტანეთი დატოვებს სულ მალე ევროკავშირს, დარჩება 27, ბალკანეთის ქვეყნების მიღების შემდეგ, გახდება ალბათ 35 და ძალიან ქმედითი და მოქნილი სტრუქტურა უნდა არსებობდეს, როგორ შეიძლება პოლიტიკის უფრო ძლიერად და უფრო კოორდინირებულად აწყობა. განსაკუთრებით ევროპული უსაფრთხოების სივრცე, რადგან ძალიან რთულია საერთოდ საშუალო და გრძელვადიანი  პერსპექტივით რაღაც გადაწყვეტილების მიღება. საქართველო და უკრაინა იქნება შემდეგი რგოლი, მათი ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე. ჯერჯერობით არ არის საუბარი გაწევრიანებაზე. ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა მივიდეთ უბრალოდ საუბარზე, რომ ვისაუბროთ გაწევრიანებაზე. მე ვერ ვიტყვი, რომ 5 წელიწადში ეს პროცესი დასრულდება. თუმცა, ჩემი ვიზიტის მიზანი ამაზე გახსნილად საუბარიც არის“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics