14:38 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-24 10:31:36, 515 ნახვა

რეგიონი
მალოპოლსკას სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედი სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები აჭარას ეწვევიან

აჭარის მთავრობის დელეგაციის პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში მალოპოლსკას სავოევოდოს სოფლის მეურნეობის სფეროს სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა, სადაც მალოპოლსკასა და აჭარის რეგიონებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

პოლონეთის მხრიდან შეხვედრას გარემოს დაცვის დეპარტამენტის, სოფლის მეურნეობის და გეოდეზიის დეპარტამენტისა და მალოპოლსკას ლანდშაფტური პარკების გაერთიანების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. პოლონურმა მხარემ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის თემებზე მომზადებული პრეზენტაციები წარმოადგინა.

აჭარის სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგების, რეგიონის საექსპორტო შესაძლებლობებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამების შესახებ პოლონურ მხარეს ინფორმაცია აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ მიაწოდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილ ფორუმზე „რეგიონის აგრარული შესაძლებლობები - 2018"დასასწრებად და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მალოპოლსკას რეგიონის სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედი წამყვანი გადამამუშავებელი კომპანიების წარმომადგენლები მოიწვია.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics