03:42 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-23 19:02:26, 1416 ნახვა

პოლიტიკა
ანგელა მერკელი: ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში საქართველო-გერმანიის ურთიერთთანამშრომლობა წარმატებულია

გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთობლივი პრესკონფერენციისას, აღნიშნა, რომ საქართველო გერმანიის ძალიან კარგი პარტნიორია და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობა წარმატებულია.

„ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს საქართველოს და გერმანიას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში და ძალიან კარგი პარტნიორია საქართველო ჩვენთვის“, - აღნიშნა მერკერმა.

ანგელა მერკელმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და მიუხედავად იმისა, რომ  ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ ბევრი თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა გერმანიაში, ამ ეტაპზე მათი რაოდენობა შემცირებულია.

„საქართველო ცალსახად არის უსაფრთხო ქვეყანა.  მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჯერ კიდევ ვიზა ლიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, ძალიან მალე, ბევრი თავშესაფრის მაძიებელი  ჩამოვიდა საქართველოდან.  შემდეგ კი მათი რაოდენობა შემცირდა“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics