03:41 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-23 18:40:54, 1304 ნახვა

პოლიტიკა
ბახტაძე - დღეს, როდესაც რუსეთი აგრძელებს ოკუპაციას, გერმანიის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

„დღეს, როდესაც რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ერთგული მოკავშირის - გერმანიის მხარდაჭერა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, კანცლერთან შეხვედრაზე საქართველოში არსებულ ვითარებასა და კონფლიქტის მშვიედობიაი მოგვარების პერსპექტივაზე იყო საუბარი.

„რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას, დღეს სამწუხაროდ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები ფაქტობრივად ანექსირებულია, რაც კიდევ უფრო აუარესებს ადგილზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობას. ქალბატონო კანცლერო და ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი პასუხი ამ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე არის მხოლოდ მშვიდობა, განვითარება და ევროპული  დემოკრატიის მშენებლობა, სადაც ყველა ადამიანისა თუ საზოგადოების ნებისმიერი ჯგუფის ყველა ინტერესი იქნება დაცული, სადაც ყველა მოქალაქე შეძლებს თავის შესაძლებლობებისა და ნიჭის ღირსეულ რეალიზაციას. ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას ადასტურებს კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული ჩართულობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. ასევე, ჩვენი მხრიდან გადადგმულია ქმედითი ნაბიჯები, რომელთა მიზანია შერიგებისა და ნდობის აღდგენა საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის. პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე, ბუნებრივია, ჩვენი ძალისხმევა ვერ იქნება ეფექტიანი. ამ მხრივ, გერმანია გამორჩეულ როლს თამაშობს და, დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, კანცლერმა პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართა. დღესვე, გერმანიის ლიდერი პრეზიდენტ  გიორგი მარგგველშვილს შეხვდება, ხვალ კი, საოკუპაციო ხაზთან ჩავა და საერთაოშიროს სადამკვირვებლო მისიისგან იქ არსებულ ვითარებაზე მიიღებს ინოფრმაციას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics