03:42 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-23 18:19:35, 1141 ნახვა

პოლიტიკა
ბახტაძე მერკელს: დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი ქართულ-გერმანულ ურთერთობებს ახალ დონეზე აიყვანს

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ოფიციალური ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, გერმანიის კანცლერის და მთავრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოსთვის ფასდაუდებელია.

„ქალბატონო ფედერალურო კანცლერო, უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ოფიციალური ვიზიტით ჩამობრძანებისთვის. ჩვენთვის უდიდესი პატივია, რომ გმასპინძლობთ საქართველოში როგორც მეგობარს, პარტნიორს, მხარდამჭერსა და ჩვენი ქვეყნის დიდ გულშემატკივარს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ოფიციალური ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს. იმ ურთიერთობებს, რომლის ორსაუკუნოვან ისტორიასაც ჩვენ ერთად აღვნიშნავთ 2018 წლის საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში. ჩვენთვის ფასდაუდებელია თქვენი და გერმანიის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, ისევე, როგორც ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ერის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მინდა აღვნიშნო, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, ეს არის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ეს არის ის სიკეთე, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. გვეამაყება, რომ საქართველო ერთგული და საიმედო პარტნიორია გერმანიისთვის. გერმანელი და ქართველი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობა ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ჩვენი მხარდამხარ დგომისა და ურთიერთ მხარდაჭერის თვალსაჩინო მაგალითია“, - განაცხადა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics