|
2018-08-23 17:09:45, 657 ნახვა
რეგიონი
შსს-ს ცნობით, ანგელა მერკელის ჩამოსვლისას აეროპორტის დაცულ ტერიტორიაზე შესვლის მცდელობის გამო, ჟურნალისტი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის კანცლერის - ანგელა მერკელის საქართველოში ჩამოსვლისას, ჟურნალისტმა ზაზა სვანაძემ აეროპორტის დაცულ ტერიტორიაზე შესვლა სცადა. უწყების ცნობით, იგი არ დაემორჩილა სამთავრობო დაცვის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას, არღვევდა უსაფრთხოების ზომებს, რკინის მესერზე გადახტა და აეროპორტის დაცულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მგზავრთა მოფრენის დარბაზში შესვლას აპირებდა. „ჟურნალისტი სამთავრობო დაცვის წარმომადგენლებმა შეაჩერეს, საპატრულო პოლიცია გამოიძახეს და აღნიშნული პირი შემდგომი რეაგირებისთვის ეკიპაჟს გადასცეს. საპატრულო პოლიციამ ზაზა სვანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლით (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის) დააკავა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)