14:37 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-23 12:47:43, 518 ნახვა

რეგიონი
ბათუმის პორტში ამერიკული გემი „Carney“ შემოვიდა

ამერიკული გემი “Carney" (DDG 64)” საპორტო ვიზიტით ბათუმში იმყოფება.

გემის ეკიპაჟის საზეიმო დახვედრის ცერემონიალი ბათუმის პორტში გაიმართა.

ეკიპაჟის წევრებს პორტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ მიქელაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი დახვდნენ.

"Carne" Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო მე-6 ფლოტს ეკუთვნის.

„გემის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების ვალდებულებას გააძლიეროს ურთიერთობა ნატო-ს ისეთ მოკავშირესთან და პარტნიორთან, როგორიც საქართველოა და ხელი შეუწყოს ორმხრივ მიზნებზე მუშაობას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. USS Carney- ის საპორტო ვიზიტი გააღრმავებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პროფესიულ და პირად ურთიერთობებს. საქართველოში ყოფნისას USS Carney განახორციელებს რუტინულ კომბინირებულ ტრეინინგს საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად და ასევე გეგმავს შერჩეული ჯგუფებისთვის გემის ტურების მოწყობას. USS Carney-ს, რომელიც ექსპლუატაციაშია როტაში, ესპანეთში, აშშ-ის მე-6 ფლოტის ოპერაციებში მრავალრიცხოვან მისიას ასრულებს რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ის ასრულებს ორმხრივი და მრავალმხრივი ტრეინინგ-მისიებს და მხარს უჭერს ნატო-ს ოპერაციებს შავი ზღვის რეგიონის მასშტაბით. აშშ-ის საზღვაო ძალები ჩვეულებრივ ახორციელებენ გემების შემოყვანას შავ ზღვაში მონტერექსის კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics