|
2018-08-23 12:41:17, 1484 ნახვა
კომენტარი
ფხალაძე - გერმანიის კანცლერის ვიზიტის ერთ-ერთი უმთავრესი თემა ოკუპირებული ტერიტორიები და რუსეთის პოლიტიკა იქნება
საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე საქართველოში გერმანიის კანცლერის ოფიციალურ ვიზიტს აფასებს და აცხადებს, რომ ანგელა მერკელის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს. ,,უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ განხილული იქნება დღის წესრიგის ძალიან ფართო სპექტრი, რომელიც საქართველო-გერმანიის ურთიერთობებში არსებობს. ეს არის როგორც ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, ასევე მრავალმხრივი ფორმატები, როგორიცაა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ვიზიტისას ერთერთი უმთავრესი თემა იქნება უსაფრთხოების პრობლემები და ის ვითარება, რაც შემქნილია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ და ზოგადად, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. ბუნებრივია, განხილული იქნება ის საკითხები, რამაც უფრო უნდა აამაღლოს და უფრო ინტენსიური გახადოს საქართველო და გერმანიის ურთიერთობები, აქ საუბარი ეხება როგორც სავაჭრო- ეკონმიკურ, ასევე კულტურულ - ჰუმანიტარულ კავშირებს. განხილული იქნება პოლიტიკური დღის წესრიგის ყველა ის საკითხი, რაც დაეხმარება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, რადგან საკმაოდ ინტენსიური თანამშრომლობა მიმდინარეობს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან თავდაცვის სფეროში და რაც უფრო ერთად გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიას და უფრო მეტად დაცულს გახდის საქართველოს", - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)