22:50 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-23 11:50:21, 965 ნახვა

საზოგადოება
ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია დღეს სკოლის დირექტორებს შეხვდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს საჯარო სკოლის დირექტორებს შეხვდებიან.

მათი ინფორმაციით, შეხვედრა საგამოძიებო ფორმატს არ ითვალისწინებს.

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგო რატიანის თქმით, კომისია დირექტორებისგან მოისმენს იმ პრობლემებს, რაც სკოლების წინაშე დგას.

„უნდა შევხვდეთ თბილისის მსხვილი, დიდი სკოლების დირექტორებს, იმისთვის, რომ მოვისმინოთ მათგან იმ პრობლემების შესახებ, რაც ზოგადად არსებობს ჩვენს განათლების სისტემაში და იმისთვის, რომ გავაკეთოთ რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება ამ საკითხების მოგვარება“, - აღნიშნა სერგო რატიანმა.

სხდომა 12 საათზეა დანიშნული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics