|
2018-08-22 17:16:51, 2264 ნახვა
კომენტარი
„წითელა მონახავს ყველას, ვინც იმუნური არ არის“ - პაატა იმნაძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს
„წითელა მონახავს ყველას, ვინც არ არის იმუნური, რადგან ის ჰაერით ვრცელდება. ერთადერთი, რაც წითელას შეაჩერებს, არის აცრა“, - ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წელს საქართველოში უკვე 1330-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული და ეს გასულ წლებში აცრებზე დაბალ მიმართვიანობას უკავშირდება. იმნაძე მოსახლეობას, განსაკუთრებით კი, მომავალ დედებს მოუწოდებს, პოლიკლინიკებს დროულად მიმართონ და აცრა ჩაიტარონ. „წელს უკვე 1330-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. ამის მიზეზი არის ის, რომ ჩვენთან 20-დან 40 წლამდე ასაკის მოსახლეობა, სამწუხაროდ, არ არიან იმუნური წითელას წინააღმდეგ. ამის მიზეზი იყო 90 წლები, როდესაც ჩავარდა ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი და სანამ აღდგა ეს საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, დარჩა გარკვეული თაობები, რომელიც არ იყო აცრილი. ამან თავის დროზე გამოიწვია ის, რომ 2003-2004 წლებში ქვეყანაში იყო წითელას საკმაოდ მნიშვნელოვანი ეპიდემია, 9 ათასამდე ადამიანი გახდა ავად. ამის მერე დაიგეგმა წითელასა და წითურას მასობრივი აცრების კამპანია, 2008 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა სამწუხაროდ, როდესაც მილიონი თანამოქალაქის აცრა იყო დაგეგმილი, აიცრა მხოლოდ ნახევარი მილიონი. აქედან გამომდინარე, საზოგადოება რომ ყოფილიყო წითელასაგან დაცული, ეს არ იყო საკმარისი. დღეისათვის, ჩვენი გათვლებით 20-დან 40 წლამდე მოსახლეობის დაახლოებით 10% არ არის იმუნური წითელას მიმართ. ამიტომ ეს არის ის რაოდენობა, დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი ქვეყანაში, რომელიც დღეს თუ არა, შეიძლება ხვალ გახდეს ავად. ამ ყველაფერს ემატება ის რისკი, რომ რადგანაც ბავშვებს აჩენენ ძირითადად 20-დან 40 წლამდე ასაკის თაობა, თუ დედა არ არის იმუნური, შესაბამისად, ბავშვს არ გამოყვება იმუნიტეტი დედისაგან და შეიძება გახდეს ავად წლამდე ასაკში, ანუ სანამ მას მოუწევს გეგმიური აცრა. ამიტომ კიდევ ერთი თხოვნა და მოწოდებაა, ყველა ადამიანმა 20-დან 40 წლამდე, მიმართოს თავის პოლიკლინიკას ასაცრელად. წითელა-წითურა-ყბაყურას კომპონენტის შემცველი ვაქცინა არის ყველა პოლიკლინიკაში, საკმარისი რაოდენობით იმისათვის, რომ ყველა მსურველი აიცრას. განსაკუთრებით მივმართავ მათ, ვინც აპირებს ბავშვის გაჩენას, დაორსულებამდე, აუცილებლად აიცრან, რადგანაც ეს დაიცავს პირველ რიგში მათ ნაყოფს, რომ ორსულობის დროს არ დაემართოს წითელა, რადგან ეს შეიძლება ნაყოფისთვის სავალალო აღმოჩნდეს. ამასთან ერთად, ბავშვი როდესაც გაუჩნდება, წლამდე ასაკში არ დაემართება ბავშვს წითელა, იმიტომ რომ დედისგან გადაყვება ანტისხეულები და წლის ასაკში, როდესაც აცრა უწევს, აიცრება ჩვეულებრივად რუტინული ვაქცინაციის კალენდრის მიხედვით“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, ევროპაში წითელას გავრცელების შემთხვევები გაიზარდა. ორგანიზაციის ცნობით, ქვეყნების ათეულში, სადაც წითელას ინფექციური ვირუსული დაავადებაა გავრცელებული, საქართველო მესამე ადგილზეა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)