|
2018-08-22 16:44:03, 1280 ნახვა
კომენტარი
შავი ზღვის უნვერსიტეტის რექტორი: არანაირი ფინანსური პრობლემა არ გვაქვს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, ილიას ჩილოღლუს თქმით, ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა, რადგან უნივერსიტეტს ფინანსური პრობლემები არ აქვს. ამასთან, მისი განარტებით, უნივერსიტეტი მზადაა დაკისრებული თანხა გადაიხადოს. „ჩემთვის იყო შოკი, მარტო ჩემთვის არაა, იმ ადამიანებისთვისაც, ვინც ჩვენთან იყვნენ მოსული შეამოწმეს უნივერსიტეტი. ახლა ვუსმენდი მათ განცხადებებს, ისინი იძახიან პირდაპირ, რომ ამ უნივერსიტეტს არანაირი პრობლემა არა აქვს, თვითონ საბჭოში გამოაცხადეს, 4-ჯერ თქმა ექსპერტმა, რომ უნივერსიტეტს თუ ეს 7000 ლარი დაეკისრება, გადაიხდის, პრობლემა არაა აქვთ, ჩვენც იგივეს ვიძახით“, - აღნიშნა რექტორმა. შეგახსენებთ, ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა. როგორც საბჭოში განმარტეს, ფინანსურმა პრობლემებმა, რომელთა წინაშეც შავი ზღვის უნივერსიტეტი დგას, შესაძლოა სასწავლო პროცესები სერიოზული რისკების წინაშე დააყენოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)