|
2018-08-22 16:03:32, 1383 ნახვა
სამართალი
ზვიად კუპრავა სუს-ში დაიბარეს
„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება კუპრავას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო სარესტორნო მომსახურებისათვის 4 მილიონი ლარი დახარჯა. „სისხლის სამართლის საქმეში ოფიციალურ დევს ამის დამადასტურებელი მასალები, თუ როგორ მიირთმევენ 4 მილიონ ლარს ხელისუფლების მაღლი თანამდებობის პირები, როგორ აქვთ დახარჯული 4 მილიონი ლარი ექვს თვეში სხვადასხვა რესტორანში და აქ სიმბოლურია, როდესაც ჭამაზე მედავებიან მე და თვითონ სწორედ ჭამისთვის აქვთ დახარჯული 4 მილიონი ლარი. როგორც ჩანს, პროკურატურამ სუს-ში გადმოაგზავნა აღნიშნული საქმის მასალები, რომელიც უკვე საქმეში დევს. ფაქტობრივად, ეს არის მოცემულობა, რომელიც სასამართლო განხილვის საგანი უნდა გახდეს“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ. შეგხსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ზვიად კუპრავას ბრალი წარუდგინა. კუპრავა ბრალდების შესახებ პროკურატურის დადგენილებასაც გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია: „ზვიად კუპრავა არ დაემორჩილა მოწოდებას, განაცხადა, რომ იგი 15: საათამდე იყო გათავისუფლებული სხდომიდან და შეიგინა მოსამართლის მისამართით. პოლიციის მუშაკთა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ზვიად კუპრავამ უარი განაცხადა სხდომის დარბაზში დაბრუნებაზე და დროის გაჭიანურების მიზნით, სხვა პირის თეფშიდან განაგრძო საკვების მიღება. ამასთანავე, იგი კვლავ იგინებოდა სამართალწარმოების მონაწილე მოსამართლის მისამართით და უცენზურო ფრაზებით მოიხსენიებდა, რითაც გამოხატავდა სასამართლოსადმი აშკარა უპატივცემულობას“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)