|
2018-08-22 14:28:06, 1387 ნახვა
კომენტარი
ბატიაშვილი: შავი ზღვის უნივერსიტეტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, გამოწვეული იყო პრობლემებით, რომელიც საბჭოს ეცნობა
„გადაწყვეტილება, რომელიც ავტორიზაციის საბჭომ მიიღო, გამოწვეული იყო იმ არსებული პრობლემებით, რომელიც ეცნობა საბჭოს და მან მიიღო ერთიანი გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ აბიტურიენტებს პრობლემა არ შეექმნებათ და ისინი სწავლას სხვადასხვა უნივერსიტეტში გააგრძელებენ. „ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა. ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველაფერს იმისთვის, რომ არსებულმა სტუდენტებმა სწავლა გააგრძელონ, ხოლო ვისაც ჩაბარების სურვილი ჰქონდა, ყველაფერი გაკეთდება, რომ სწავლა გააგრძელოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. ანუ ფაქტობრივად, ყველა სტუდენტს დავაკმაყოფილებთ, არც ერთი არ დარჩება უნივერსიტეტის გარეშე. მაგრამ ეს გადაწყვეტილება, რომელიც ავტორიზაციის საბჭომ მიიღო, გამოწვეული იყო იმ არსებული პრობლემებით, რომელიც ეცნობა საბჭოს და მან მიიღო ერთიანი გადაწყვეტილება“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. შეგახსენებთ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით შეეზღუდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)